LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონი - მუსიკალური სამყაროს ერთი დიდი ეპოქაა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკის, ცეკვისა და მოდის განვითარებაში. თუმცა ისევე, როგორც ბევრ სხვა გენიოსს, მასაც უამრავი უცნაურობა ჰქონდა, რაც პირველ რიგში მის გარეგნობაზე აისახებოდა.
მაიკლ ჯექსონის ექიმის, კონრად მიურეის განცხადებით, პოპის მეფეს ემა უოტსონი უყვარდა, როდესაც გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო და ის პირველად ჰარი პოტერის შესახებ ფილმში ნახა. ექიმის თქმით, ჯექსონი მასზე დაქორწინებაზე ოცნებობდა.
მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა ახალი სვირინგი გაიკეთა, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. ამის შესახებ პერის ჯექსონმა „ინსტაგრამზე“ განაცხადა.
მაიკლ ჯექსონის სახლიდან „ოსკარი“ დაიკარგა, ინფორმაციას დასავლური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების შემდეგაც, მისი შემოქმედება თაყვანისმცემლებს კვლავ ახარებს, ხოლო სიმღერები ახალ მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. ასე, მაგალითად მაიკლ ჯექსონის ალბომი „Thriller“ პირველი დისკია ისტორიაში, რომელიც მარტო აშშ-ის მასშტაბით 30 მილიონიანი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა.