მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა ახალი სვირინგი გაიკეთა, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. ამის შესახებ პერის ჯექსონმა „ინსტაგრამზე“ განაცხადა.
„ყველა დანარჩენისთვის ის პოპის მეფე იყო, ჩემთვის კი გულის ღმერთია“, – სწორედ ასე განმარტა გოგონამ ფრაზა „ჩემი გულის მეფე“, რომელიც მან ხელზე ამოისვირინგა.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 7 წელი გავა.
https://www.instagram.com/p/BD1Z_PwJr22/?taken-by=parisjackson