როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების სია ცნობილი, აპრილის ბოლოს გახდა. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: ჩაბი ჩეკერი, ჯო კოკერი, სინდი ლუპერი, The White Stripes, Bad Company, Outkast და Soundgarden.
„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ უკვე ისეთი ჰიპ-ჰოპ არტისტები შედიან, როგორებიცაა: Run-D.M.C., Grandmaster Flash & The Furious Five, The Beastie Boys, N.W.A, 2Pac, The Notorious B.I.G. და Public Enemy