LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ კანდიდატთა სია ცნობილია

168
page

ცნობილი ხდება, თუ ვინ შევა წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“. სიის სათავეში გახლავთ ქანთრი მომღერალი, ვილი ნელსონი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა და კვლავ აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. სიაში ასევე გახლავთ წარმოდგენილი, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი შერილ ქროუ, ჰიპ-ჰოპ არტისტი, მისი ელიოტი, კეიტ ბუში,  გარდაცვლილი ჯორჯ მაიკლი. ჯგუფები, Joy Division/New Order და Soundgarden.

„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

ცნობისთვის, „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ და მუზეუმი აშშ-ში, კლივლენდში მდებარეობს. მუზეუმი განკუთვნილია როკ-მუსიკის, გავლენიანი მომღერლების, პროდიუსერებისა და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

ფოტო: ტინა ტერნერი, ჯეი-ზი და ქეროლ კინგი – „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ ნომინანტთა სია ცნობილია

კეიტ ბუშკეიტ ბუშ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები