28 თებერვალს სემ სმიტმა თავისი პირველი „ოსკარი“ აიღო „ბონდიანას“ საუნდტრეკისთვის „Writing’s On the Wall“, ამჯერად კი მომღერალი 4,6 მილიონ გამომწერს სოციალური ქსელიდან დაემშვიდობა.
ბრტანელი მომღერალი, სემ სმიტი, დიდი ხანია, რაც თავის სექსუალურ ორიენტაციას აღარ მალავს, თუმცა დღესდღეობით ნანობს, რომ საზოგადოებას ყოფილ ბოიფრენდთან ურთიერთობას არ უმალავდა. სმიტი მოდელ ჯონათან ზეიზელს გულისხმობდა, რომელსაც ერთი თვე ხვდებოდა და მათ რომანს თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა. ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ მალე დასრულდა, სმიტი თავის დანაშაულად მიიჩნევს და თვლის, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს და ნანობს, როდესაც თავისი სიყვარულის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
მომღერალი სემ სმიტი, რომლის უკანასკნელი ნამუშევარი „ბონდიანას“ წარმატებული საუნდტრეკია, შემოქმედებით პაუზას იღებს. ამის შესახებ 23 წლის მუსიკოსმა ლონდონში ვიზიტის დროს განაცხადა.
ქსელში სემ სმიტის სიმღერა „Drowning Shadows“ გამოვიდა, რომელიც მისი სადებიუტო ალბომის ხელახალ გამოცემაში „In the Lonely Hour (Drowning Shadows Edition)“ შევა. დისკის რელიზი 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.