LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის მიმართ ანტიპათია მხატვარმა ზედმეტსახელით Lushsux საკმაოდ უხერხულად გამოხატა - მელბურნის ერთ-ერთი ქუჩის კედელზე მან ტეილორის ”მემორიალი” დახატა და მას მომღერლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი (2016 წელი) მიუთითა. მოგვიანებით კი ფოტო ”ინსტაგრამზე” ატვირთა და საზოგადოებას აღნიშნულ მემორიალთან მისვლისა და ყვავილების მიტანისკენ მოუწოდა.
ათი წლის წინ, 2006 წლის 19 ივნისს ტეილორ სვიფტმა თავისი პირველი სინგლი - Tim McGraw გამოუშვა. სწორედ ეს თარიღი ითვლება მისი საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერის დასაწყისად.
კელვინ ჰარისთან დაშორების შემდეგ, ტეილორ სვიფტმა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ამიერიდან, ვარსკვლავი თაყვანისმცემლებს არამარტო ახალი სიმღერებით, არამედ საკუთარი დიზაინით შექმნილ მისალოც ბარათებსაც შესთავაზებს. პირველი ეგზემპლარები გაყიდვაში უკვე გამოვიდა.
ჟურნალმა Billboard 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსები გამოავლინა. სულ რეიტინგში 40 შემსრულებელი მოხვდა, მის სათავეში კი ტეილორ სვიფტი განთავსდა. გამოცემის თანახმად, მომღერალმა 2015 წლის განმავლობაში 73,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სერვის Apple Music-ზე ტეილორ სვიფტის ახალი კლიპის „New Romantics“ პრემიერა შედგა. ვიდეო ტეილორის უკანასკნელი ალბომის -„1989“ მხარდასაჭერი გამოსვლებისგან შედგება, თაყვანისმცემლებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრად კი კლიპში მომღერლის ექსკლუზიური აუდიო-კომენტარია.