ზეინ მალიკი აქტიურად მიჰყვება თავის სოლო კარიერას. მუსიკოსი რეგულარულად უშვებს ახალ სიმღერებსა და კლიპებს. ამ დღეებში თრექზე „Like I Would“ მან კლიპიც გამოუშვა.
ზეინ მალიკის სადებიუტო ალბომი „Mind of Mine“ Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა დაამყარა რეკორდი და გახდა პირველი ბრიტანელი მომღერალი, რომლის სადებიუტო ალბომი ბრიტანულ და ამერიკულ რეიტინგებს ლიდერობს.
ზეინ მალიკმა სიმღერაზე „It’s You“ კლიპი წარმოადგინა. ეს არის რიგით მეორე სინგლი მისი სადებიუტო ალბომიდან „Mind of Mine“, რომლის რელიზიც 25 მარტს შედგება. ვიდეოში ბრიტანელი მსახიობი უოლის დეი მონაწილეობს.