იცით რას გეტყვით, კორონამ არც არჩევნები იცის, არც წინ ჯდომა იცის არც უკან და არც ადამიანებს ეკითხება ცხოვრების წესის შესახებ, ის იბრძვის. ჩვენ კი ვდაობთ, ტრანსპორტი როდის იქნება და მეუღლე ჩაჯდება თუ არა წინ, მეუღლის გვერდით.
წინ ძალიან რთული პერიოდი გველოდება, ირგვლივ ბევრს გაუჭირდა და ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამ დროს ფული იშოვოს, ადამიანებმა რაღაცეები გააძვირეს და ვფიქრობ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ცოდნა ასეთი ადამიანებისთვის ძალიან კარგი იქნება
ჩემს ახალ, საავტორო სიმღერის აკუსტიკურ ვერსიას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამ სიმღერაზე მუშაობა თებერვალში დავასრულე, კლიპის ჩანაფიქრიც უკვე გვაქვს
ვარ შეკრული თმებით, ფრჩხილებ მოუწესრიგებელი, შეუღებავი, ღრმა წარსულში დავბრუნდი, როდესაც გაუპრანჭავი ვიყავი, მაგრამ რას იზამ, ყველაფერს ეგუება ადამიანი, მთავარია არავინ მხედავს
და აი, მოვიდა ეს დროც, როცა ვდგავარ სამზარეულოში და მინდა გითხრათ, რომ დიასახლისობა შესანიშნავად გამომდის. თუმცა, ჩემი მანიკური ის ხელოვნების ნიმუში აღარ არის, რაც ადრე, ჩემს მანიკურს დიასახლისობა შეეტყო.
ვარჯიშის მხრივ, ჩვეულ რეჟიმში ვვარჯოშობ, უკვე კარგა ხანია, ონლაინ ვარჯიშებს, „ინსტაგრამის“ გვერდზე ვატარებ. ძალაინ ბევრი ადამიანია ამ ყველაფერში ჩართული, მართალია დიდი ნაწილი უკრაინელი გამომწერები არიან, თუმცა ნელ-ნელა ქართველებიც მიერთდებიან