მე სულ იმას ვაკეთებ, რასაც ვთვლი, რომ გამომდის, ან ვთვლი, რომ უნდა ვცადო, ასე რომ, როდესაც პირველი ლედი ვიყავი, სერიალში მონაწილოებას მაშინაც დაუფიქრებლად მივიღებდი
სოფო ძალიან კარგი მეწყვილეა, მეგობართან მუშაობა ყოველთვის კარგია. მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს, როგორც კამერების წინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში - ამიკო ჩოხარაძე
მონაწილეობას არასდროს, აღარსად მივიღებ, რაც გავიარე, იგივეს გავლა აღარ მსურს, ვთვლი, რომ ემოციურმა ადამიანებმა მსგავს პროექტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ
„ვფიქრობ, მუდმივ დეპრესიაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე იბრძოლო, გამოხვიდე მდგომარეობიდან. ასეთი ჩვევა მაქვს, როდესაც ვინმეს ვემშვიდობები, „ნახვამდის“ ნაცვლად სიტყვა „მიყვარხარ"-ს ვამბობ, ასეთ დროს დადებითად ვიმუხტები, ასე რომ მიყვარხართ
მინდა ყველა იყოს ბედნიერი და შემდგარი, ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ არ დანებდნენ, ისინი აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს. ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზეც ყველანაირი ცხოვრებისეული მომენტი და ამ გამოცდილბით მინდა დავეხმარო ჩემს მაყურებელს
„ქვეყნიდან არასდროს მდომებია წასვლა. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ჩვენს ქვეყანას და გული მწყდება, რომ ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ საკუთარს არ ვუვლით და არ ვიყენებთ მის რესურსებს“
ჩემი ყველაზე დადებითი მხარე არის ჩემი პოზიტიურობა და უნარი, ადამიანებს პოზიტივი გავუზიარო და რაც მაწუხებს, ჩემი დარდი და პრობლემები ჩემთვის შევინახო. ვფიქრობ, რომ უძლიერესი ქალი ვარ, არასდროს დავიჩაგრავ თავს, ყველა სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს და არავიზე ვიქნები დამოკიდებული