გადაცემის სტუმრები სამოდელო სააგენტო Best Models-ის დირექტორი კახი ხაბეიშვილი და კონკურს „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორი თათა ლემონჯავა იყვნენ. საუბარი საქართველოში სამოდელო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ წარიმართა.
ნინი ბადურაშვილი „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის გადაცემის სტუმარი გახლდათ. „სტუმრად გიგასთან“ ნინიმ წამყვანის შეკითხვებს უპასუხა ყველა საინტერესო თემის შესახებ.
რატომ წავიდა რუსეთში, როგორ იპოვა თავისი თავი დიდ მოსკოვში, რატომ არ აქვს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია და რომელ მომღერლებთან გეგმავს დუეტის ჩაწერას დავით კალანდაძე?
თვლის თუ არა გიორგი ვარდოსანიძე, რომ საქართველოში მსახიობისთვის სამუშაო ფონი უმჯობესდება და რატომ მიიჩნევს იგი თავს ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ოთხივე სეზონის გამარჯვებულად?
რატომ გადაწყვიტა ექიმობა კოტე მათითაშვილმა, ვინ იყო მისი პირველი მასწავლებელი, როგორ მოხვდა „ექიმებში“ და რამდენად მაღალანაზღაურებადია დღეს მისი პროფესია?
ვინ იყო მისი მსახიობობის წინააღმდეგი, რომელი იყო მისი პირველი საპასუხისმგებლო როლი, რატომ წავიდა პოლიტიკაში, რას ამბობს ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებით და მოსწონს თუ არა საკუთარი პერსონაჟი „ჩემი ცოლის დაქალებში“ გია როინიშვილს?
რატომ გახდა ჟურნალისტი, რომელ ტელევიზიას მიიჩნევს „კარიერულ ოაზისად“, როგორ არჩევს პერსონაჟებს „იმედის გმირებისთვის და რატომ არ სთხოვდა დამესიჯებას საზოგადოებას „ორ ვარსკვლავში“ გოდერძი შარაშია?
რა ენატრება ყველაზე მეტად, რითი დაიღალა, არსებობს თუ არა მის ცხოვრებაში ინტერესის ახალი ობიექტი და რა გახდა სტიმული თიკა ჯამბურიასთვის პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“?