Smartduvet Breeze - ეს არის საკმაოდ საინტერესო იდეა, რომლის რეალიზაციისთვის თანხმების მოძიება პლატფორმა IndieGoGo-ზე უკვე მიმდინარეობს. საუბარია საწოლის თეთრეულზე, რომელიც უნიკალური კლიმატ-კონტროლით იქნება აღჭურვილი.
ჩინეთში Huawei-ის უახლესი სმარტფონის, Honor 9-ის პრეზენტაცია გაიმართა. გაჯეტი ძალიან ჰგავს მის წინამორბედ მოდელს, თუმცა, რა თქმა უნდა განსხვავებაც არის.
მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Vkworld აპირებდა Nokia 3310-ის ასლი ტელეფონის შექმნას. ამჯერად კი ეს ტელეფონი უკვე ხელმისაწვდომია, საკმაოდ საინტერესო მახასიათებლებით და ზედმეტად მისაღები ფასით.
iPhone 7-მა, Galaxy S8-მ და Pixel XL-მა მორიგი გამოცდა „ჩააბარეს“. Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც დასაწყისშივე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. მან სამივე სმარტფონი მიკროტალღურ ღუმელში „დატენა“.
ჩინელმა მწარმოებლებმა პატენტი iPhone 8 წარმოადგინეს. სმარტფონს ორმაგი კამერა აქვს მოდულის ვერტიკალური განლაგებით, Home ღილაკი კი თითის ანაბეჭდის სკანერით, უკანა პანელზე არის განთავსებული. გვერდები კი „სამსუნგის“ მსგავსად მოხრილი აქვს.
iPhone-ის მთავარი კონკურენტის, Samsung Galaxy Note 8-ის გამოსვლის თარიღი ცნობილი ხდება. ღონისძიება Samsung Unpacked-ზე 14-დან 20 აგვისტომდე გაიმართება.
ინტერნეტში Apple-ის მომდევნო სმარტფონის, iPhone 8-ის პირველი ფოტოები გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მის შესახებ მინიმალურ ინფორმაციას გვაწვდიან, ფოტოებით შესაძლებელია რამდენიმე ახალი დეტალის შეფასება.
კომპანია Xiaomi-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 13 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, მეორე ნაწილში კი ამ რიცხვმა 23 მილიონს მიაღწია. ასეთი მაჩვენებელი ინდოეთში Redmi Note 4-ის, Redmi 4A-სა და Redmi 4-ის მაღალი მოთხოვნის გამო სახელდება.
Samsung The Frame - ეს არის ახალი 4K-ტელევიზორი, რომელიც ერთი შეხედვით ჩარჩოში შესრულებულ ნახატს ჰგავს. სიახლე ორ ზომაში, 55 და 65 დიუიმიანი Ultra HD-ეკრანებით არის ხელმისაწვდომი.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანია Microsoft-ის ნოუთბუქის, Surface Laptop-ის უკანა მხარეს არ არსებობს ხრახნი, რომელიც მოწყობილობის შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს.
ტაივანური კომპანია Wistron-ის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ ხვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ის წარმოებით არის დაკავებული, Apple-ის ახალი სმარტფონის დეტალები გაამხილა.
დიზაინერმა ენდი ჯილისმა კონცეპტუალურ iPhone 8-ს დრეკადი სახე მისცა. ავტორის აზრით, სმარტფონის გადახრა არამარტო ნებისმიერი მიმართულებით, არამედ მაჯის საათად გამოყენებაც კი შესაძლებელი იქნება.