ამერიკულმა ვებ-გვერდმა Apple 9to5Mac გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Apple-ის მომდევნო სამი ახალი ტელეფონის სახელწოდება iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X იქნება.
კომპანია Counterpoint-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე, კორპორაციამ Huawei მეტი მოწყობილობა გაყიდა, ვიდრე Apple-მა.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მომხმარებლებს უჩვეულო სერვისს სთავაზობს: ფერადი კომენტარები, რომელიც ამჟამად ტესტირების პროცესშია, მალე ხელმისაწვდომი სრულად იქნება. ამ ეტაპზე სიახლე Android-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონების ნაწილზე არის ხელმისაწვდომი.
ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს Apple iPhone 8-ის შეძენა, 24%-მა კი განაცხადა, რომ შეიძლება ახალი სმარტფონი იყიდოს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ახალი ნაწარმის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ შემდგარა, ლონდონის მაღაზიამ Goldgenie ოქროს iPhone 8-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო. მყიდველის სურვილის შესაბამისად, სიახლე შესაძლოა, ბრილიანტებითაც იყოს გაწყობილი.
სპეციალისტებმა 3D-პრინტერის გამოყენებით შექმნეს ხელი, რომელიც საუბარს ჟესტების ენაზე „თარგმნის“. მოწყობილობა უერთდება კომპიუტერს და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
ბონდიანას შესახებ ახალი, 25-ე ფილმის დისტრიბუციისთვის ერთდროულად რამდენიმე მსხვილი კომპანია იბრძვის. მთავარი კანდიდატი Warner Bros.-ია, თუმცა ცოტა ხნის წინ მას Apple და Amazon შეუერთდნენ.
უკვე დიდი ხანია, რაც მსხვილი ტექნო-კორპორაციები მუშაობენ დრეკადი სმარტფონის შექმნაზე, თუმცა ეს საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული: დეფორმირებულმა გაჯეტმა არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია.
ბლოგერმა დუნკან სინფილდმა Apple Park-ის შესახებ მოკლე ვიდეო საკუტარი დრონით გადაიღო. იგი ამტკიცებს, რომ კომპანიის შტაბ-ბინა მშენებლობის დასრულების პროცესშია: კამპუსის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა დგას, გაჰყავთ გზები და რგავენ ხეებს.
ტანსაცმლის ქსოვილის გაწმენდა ხშირად, საკმაოდ დიდ თავის ტკივილთან არის დაკავშირებული. თუმცა კომპანია Bosch-მა ამ პრობლემის მოგვარება მარტივად გადაწყვიტა
ჩინურმა მწარმოებელმა Lenovo-მ ოფიციალური ღონისძიება ჩაატარა, სადაც ახალი ტრანსფორმერი-პლანშეტი Miix 520 წარმოადგინა. სიახლე Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, აქვს Intel Core i7-ის პროცესორი და 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერება.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი ქალიშვილის მშობლები მეორედ გახდნენ. ბედნიერმა მამამ ეს ფაქტი „ფეისბუქზე“ გააზიარა და განაცხადა, რომ გოგონას ავგუსტი დაარქვეს. ამჯერად კი მან პატარას ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
ჰაკერებმა მსოფლიო ვარსკვლავების ინსტაგრამ-ექაუნთებს შეუტიეს. შედეგად, მათ განკარგულებაში სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეული მონაცემები მოხვდა, მათ ელექტრონული ფოსტის მისამართები და საკონტაქტო ნომრებიც.