LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 122

Hi Tech

Computerworld-ის ექსპერტი, მაიკ ელგანი მიიჩნევს, რომ კომპანია Google საიდუმლოდ მუშაობს იმაზე, რომ მსოფლიო სმატფონებისგან გაათავისუფლოს. ის ამტკიცებს, რომ კომპანია არ აპირებს დეტალების გამხელას, რათა სმარტფონების მწარმოებლები არ გაანაწყენოს.
იაპონელებმა შექმნეს გაჯეტი, რომლის საშუალებითაც მუსიკის გემოს გაგებაა შესაძლებელი. კომპანია Nomura-მ შექმნა ინოვაციური პროგრამა, რომელიც მუსიკის ბგერებს აანალიზებს და შემდეგ კონკრეტული მელოდიის მიხედვით უნიკალურ კოქტეილს ქმნის.
თანამედროვე სპინერების ნაწილი ელექტრონულია და ისინი მთელი რიგი კომპონენტებით არის აღჭურვილი, მათ შორის არის აკუმულატორი. მწარმოებლების ნაწილს კი, ეკონომიის მიზნით, უხარისხო ბატარეა აქვს დაყენებული, რის გამოც ამ დღეებში მიჩიგანის შტატში კინაღამ ტრაგედია არ დატრიალდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სპინერი ნახევარი საათის განმავლობაში იტენებოდა.
ზუსტად 10 წლის წინ, Apple-მა თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვიტა გამოეკვლია, რომელი მოწყობილობა იყო ყველაზე წარუმატებელი ამ დროის განმავლობაში და რომელმა მოუტანა მას ყველაზე ნაკლები მოგება.
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს უჩვეულო ბიომეტრიული ბეჭედი, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის ჩართვა, ავტომობილის დაქოქვა და მაღაზიაში თანხის გადახდაც შესაძლებელი იქნება.
კომპანია Panasonic-მა „ჭკვიანი საკიდი“ წარმოადგინა. სიახლე არამარტო თავის პირდაპირ ფუნქციას შეასრულებს, არამედ თქვენს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებს, მათ შორის ოფლის ან თამბაქოს.
როგორც არ უნდა ეცადონ თანამედროვე მწარმოებლები, მიუხედავად სუპერეფექტური ჩიპებისა, სმარტფონები დამოუკიდებლად 2 დღეზე დიდხანს მაინც ვერ მუშაობს.
Apple-მა iOS 10-ის „მოგონებების“ ფუნქცია ემოციური რგოლი მიუძღვნა. ვიდეოში iPhone მოხუცი კაცის როლშია, რომელიც მომხმარებლების ვიდეოებს ფრთხილად ამუშავებს.
ორგანიზაცია Greenpeace-მა გამოკითხვა ჩაატარა და ეკოლოგიისთვის ყველაზე საშიში გაჯეტები გამოავლინა. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ პროდუქციას Apple, Samsung და LG აწარმოებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტან ნაწარმს Dell და HP ქმნიან.