LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 166

Hi Tech

Microsoft-მა სახის ამომცნობი საკეტი შექმნა

კომპანია Microsoft-ის ინჟინერებმა „ჭკვიანი“ საკეტი შექმნეს, რომელსაც სახის ამოცნობა შეუძლია. ადამიანი შეხედავს კამერას, რომლის შემდეგაც სისტემა მისი ნაკვთების სკანირებას მოახდენს და გაარკვევს, არსებობს თუ არა ბაზაში მსგავსი მონაცემები.

ბალიში, რომელიც კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ

KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ბალიშის - ZEEQ შექმნაზე თანხების მოძიება მიმდინარეობს. სიახლის შემქმნელების თქმით, ის ძილის „აქტიური მონაწილეა“. ZEEQ აღჭურვილია შიდა აკუსტიკური სისტემით Bluetooth-ის ინტერფეისით, მისი საშუალებით შესაძლებელია სასურველი მუსიკის ან ხმის ჩართვა, რაც დაძინებაში დაგეხმარებათ. თუ ძილის დროს ხვრინავთ და თავი სწორედ ამ ბალიშზე გიდევთ, ის მსუბუქი ვიბრაციებით გაღვიძებთ და სხეულის მდგომარეობის შეცვლისკენ გიბიძგებთ.

iPhone 7-ის შესახებ ახალი დეტალი გახდა ცნობილი

iPhone-ის მომდევნო თაობის შესახებ ყოველ დღე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. ამჯერად ცნობილმა წყარომ ნიკით @OnLeaks გაავრცელა ინფორმაცია იმის შეასხებ, iPhone 7-ის აკუმულატორი მის წინამორბედზე „ჭკვიანი“ და გამძლე იქნება. კერძოდ კი, სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა 1960 ამპერი საათშია, მაშინ, როდესაც iPhone 6s-ის - 1715 ამპერი საათში იყო.

სახლის მინიატურული რობოტი

Riley - ახალი საშინაო რობოტია, რომელიც სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში, რადგან შესაბამისი თანხები უკვე მოძიებულია. სიახლე დამოუკიდებლად გადაადგილდება, ის გვერდს უვლის საგნებს, მისი მართვა სმარტფონითაც შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში თუ მას Wi-Fi-ს ქსელს მიუერთებთ.

Huawei-მ „მინის“ სმარტფონი წარმოადგინა

ქსელში Huawei-ს ახალი სმარტფონის - Honor 8-ის ოფიციალური ანონსი შედგა. მოწყობილობას 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ის 2,5D-ს ტიპს განეკუთვნება, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას „მინის“ კორპუსი იქცევს, რომელიც მას წინიდან და უკნიდან აქვს.

La Table – სენსორული მულტიფუნქციური მაგიდა

ცნობილ Microsoft Surface Table-ს კონკურენტი გამოუჩნდა. ფრანგულმა ფირმამ Kineti სენსორული მაგიდა La Table წარმოადგინა. სარეკლამო რგოლებით თუ ვიმსჯელებთ, სიახლე საშინაო გამოყენებებისთვის გამოდგება.