LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 181

Hi Tech

LG G5-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

LG-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი მომდევნო ფლაგმანის - G5-ის პრეზენტაცია 21 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე შედგება - იმავე დღეს Samsung Galaxy S7-ის პრემიერაც არის დაგეგმილი.

„ინსტაგრამმა“ საკუთარი სერიალი გამოუშვა

სოციალურმა ქსელმა, „ინსტაგრამმა“ საკუთარი სერიალი სახელწოდებით „Shield 5“ გამოუშვა. სერიალი 28 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და მის ოფიციალურ გვერდზე უკვე ორი ეპიზოდის ნახვაა შესაძლებელი.

პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა შორის მარკ ცუკერბერგი მეოთხე ადგილზე გავიდა

Facebook-ის დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე მოხვდა. ამჟამად მისი მდგომარეობა 50 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

Google-მა „ჭკვიანი“ სარკე შექმნა

Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, მაქს ბრაუნმა „ჭკვიანი“ სარკე შექმნა. სიახლე ანდროიდზე მუშაობს და გამოიყურება, როგორც სმარტფონის ეკრანის ბლოკირება.

ექსტრემისტების მასალების მაძიებლებს კომპანია Google ანტირადიკალურ საიტებზე გადაამისამართებს

Google საპილოტე პროგრამაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც ექსტრემისტების მასალების მაძიებლეი ანტირადიკალურ საიტებზე გადამისამართდებიან.

Marshall London: პირველი სმარტფონი ხმის გურუსგან

კომპანია Marshall, რომელიც წლების მანძილზე ხმის სრულყოფილებად მიიჩნევა, პირველი სმარტფონი შექმნა. სიახლე ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს, ექნება 16 გიგაბაიტიანი მეხსიერება და 8 მეგაპიქსელიანი კამერა.

იაპონიაში ტელეფონებს რობოტები გაყიდიან

იაპონელები რობოტებთან ექსპერიმენტებს განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Pepper-ის შესახებ. ეს არის ელექტრომექანიკური რობოტი, რომელიც ადამიანურ ემოციებზე რეაგირებს.

“ფეისბუქს” მოწონების გარდა 6 რეაქცია დაემატება

„ფეისბუქი“ დიდი ცვლილებებისთვის ემზადება – „მოწონების“ ღილაკთან ერთად სტატუსზე საკუთარი დამოკიდებულებისა და ემოციის გამოხატვა ახალი „სმაილებით“ შეგეძლებათ.

Apple უსადენო დამტენზე მუშაობს

ამერიკელ და აზიელ პატრნიორებთან ერთად, კომპანია Apple უსადენო დამტენის ტექნოლოგიაზე მუშაობს. სიახლის განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ მას სმარტფონის დატენვა შორ მაძილზეც შეეძლება.

უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მხოლოდ ბედნიერ ფოტოებს გადაიღებს

ONAGOfly - ეს არის მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ბედნიერების ემოციის გამომსახველი ტექნოლოგიის გამოყენებით ფოტოებს ავტომატურად იღებს. სიახლის წონა მხოლოდ 136 გრამს შეადგენს, რის გამოც მისი ოფიციალურად დარეგისტრირების აუცილებლობაც არ წარმოქმნილა.