Apple-ის თაყვანისმცემლებითვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება: ამერიკული ტექნო-გიგანტი iPhone 7-ის გამოსაშვებად ემზადება. ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ Apple iOS-ის ახალ სისტემაზეც მუშაობს, რომელიც მობილური აპლიკაციების მოხმარებასა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
წელს ჯასტინ ბიბერი პირველად მიიღებს მონაწილეობას Brit Awards-ის ცერემონიაში. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მან სპეციალური ემოძი გამოუშვა, რომელსაც მისი ვიზუალი აქვს.
ახალი ვირუსი, სახელად T9000 „სკაიპის“ საუბრებსა და პირად ინფორმაციას იწერს. ზიანის მომტან პროგრამას ისეთი ცნობილი ავტოვირუსებიც კი ვერ ავლენს, როგორებიც არის Kaspersky, Norton, AVG და ა.შ.
ამ დღეებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მაღაზიათა ქსელმა „Iphone +“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აკურთხებს მამაო კომპანია Apple-ის ნაწარმს. ჩანაწერს საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან, მათი უმრავლესობა ამ ფაქტს მკაცრად აკრიტიკებს.
კომპანიამ TekWind ახალი კლავიატურა - Keyboard PC WP004 წარმოადგინა. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ კლავიატურაა, სინამდვილეში კი ის სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერია, რომელიც Windows 10-ზე მუშაობს.
კომპანია Apple თავის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს: ამიერიდან, გატეხილი iPhone-ის მფლობელებს მისი გადაყიდვა და იმავე მაღაზიაში ახლის შეძენა შეეძლებათ.
კომპანია Wilson-მა ჭკვიანი ბურთი - Wilson X Connected Football შექმნა. სიახლის სმარტფონთან მიერთება Bluetooth-ის საშუალებით მოხდება. სპორტსმენებს კი საკუთარი რეზულტატების შედარება სხვა მოთამაშეებთან შეეძლებათ, რომლებიც ამავე მომსახურებით ისარგებლებენ.
კომპანია VirnetX ტექნიკის ცნობილი გიგანტის წინააღმდეგ საქმეს სასამართლოში აღძრავს. ის ამტკიცებს, რომ Apple მის ტექნოლოგიას იყენებს. შედეგად კი, ტექნო-გიგანტს 625 მილიონი დოლარის ოდენობით სასჯელი დაეკისრება.