LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მუსიკა » გვერდი 25

მუსიკა

ჯენიფერ ლოპესი და დევიდ გეტა პირველ ერთობლივ ტრეკს გამოუშვებენ

ჯენიფერ ლოპესმა სიმღერის - Save Me Tonight ალტერნატიული ვერსია დააანონსა, რომელიც დევიდ გეტასთან თანამშრომლობით შეიქმნა. არტისტისა და დიჯეის ერთობლივი პოსტის თანახმად, საცეკვაო ტრეკი 6 მარტს გამოვა.

ბედ ბანი ,,სფოთიფაის” პროექტის – Billions Club Live ფარგლებში იაპონიაში ექსკლუზიურ კონცერტს გამართავს

ბედ ბანის მეექვსე სოლო სტუდიური ალბომის - Debí Tirar Más Fotos მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე, რომელმაც სტარტი გასული წლის 21 ნოემბერს აიღო, გრანდიოზულად გრძელდება.

მაილი საირუსი „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური შოუს თიზერში

Disney+-მა თინეიჯერული სატელევიზიო შოუს - Hannah Montana 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური შოუს თიზერი გამოაქვეყნა.

the Weeknd YouTube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” მეშვიდედ შევიდა

the Weeknd-ის 2019 წლის სიმღერის – Blinding Lights კლიპმა, რომლის პრემიერა 2020 წლის 21 იანვარს შედგა, YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შედეგად, ვიდეო YouTube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” შევიდა.

,,ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – ქარდი ბიმ კონცერტზე ICE-ს მიმართა

ქარდი ბი ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, რომლებიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან და მას საჯაროდ აკრიტიკებენ.

ჯენეტ ჯექსონი, 2Pac, Radiohead – გრემის დიდების დარბაზს ახალი ჩანაწერები დაემატა

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის დიდების დარბაზს 14 ახალი ჩანაწერი დაამატა. წელს ეს პატივი 9 ალბომსა და 5 სიმღერას ერგო.

ჯესი ჯეი სცენაზე დაბრუნდა – არტისტის გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია

ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის შემდეგ, ჯესი ჯეი სცენაზე დაბრუნდა.

,,რომში თმას ვიჭრიდი” – ჰარი სტაილზმა განმარტა, რატომ იმყოფებოდა გასულ წელს პაპის კონკლავზე

ჰარი სტაილზმა ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებამდე, გასულ წელს არაერთი საინტერესო თავგადასავალი მოიწყო. ტოკიოსა და ბერლინის მარათონებში მონაწილეობიდან პაპის კონკლავზე მოულოდნელ გამოჩენამდე – ეს ის თემებია, რომლებზეც არტისტმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

რუსთავში Moby-ს კონცერტი გაიმართება

30 ივლისს, რუსთავში, ამერიკელი მუსიკოსის – Moby კონცერტი გაიმართება. არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.