გამოცემა The Telegraph ახალ კვლევას აქვეყნებს: ყოველ მეათე ბრიტანელს თავისი შინაური ცხოველი პარტნიორზე მეტად უყვარს. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასმა რესპოდენტმა მიიღო (500 მამაკაცი და 500 ქალი).
კატა სახელად კობი ინტერნეტ-ვარსკვლავი თავისი თვალების გამო გახდა. მის „ფეისბუქს“ 6,3 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ზედმეტსახელად კი მას „მისტერ ცისფერი თვალები“ შეარქვეს.
გამოკითხვის თანახმად, დანიის ქალაქ ოლბორგის მაცხოვრებლების 72% თავისი ცხოვრებით კმაყოფილია. მოსახლეობის 95% კი თვლის, რომ მშობლიურ ქალაქში თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს.
ცნობილი ადამიანის მსგავსება, უმეტესწილად წარმატების მომტანი ხდება. ასეა ამ შემთხვევაშიც, დიკაპრიოს შვედი ორეული, კონარდ ანერუდი ცნობილი მარკის, Ralph Lauren-ის ახალი ლუქბუკის მთავარი სახე გახდა.
ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციის თანახმად, აკრძალულია ღამით, მობილური ტელეფონების ბალიშის ქვეშ დატოვება. ჩვევა, რომელიც ბევრისთვის მისაღებია და მას ყოველდღიურად მიმართავს, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა.