LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო

ობამა სელფიმ დაღალა

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აღიარებს, რომ სელფისგან დაიღალა. თავის მხარდამჭერებს ამერიკის პირველი პირი მშობლიურ შტატში, ილინოისში შეხვდა, სადაც კარიერა სენატორის რანგში დაიწყო. გამოსვლის დროს, ობამამ განაცხადა, დაიღალა იმ ფაქტისგან, რომ გამუდმებით სელფის გადაღებას სთხოვენ.

სიყვარული საზოგადოებრივ ადგილებში (ფოტოები)

მოყვარულმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, რამდენიმე ქვეყნის ქალაქები მოევლო და საზოგადოებრივ ადგილებში შეყვარებული წყვილები დაეფიქსირებინა. მისი აზრით, ჩახუტება, კოცნა ან უბრალოდ გაღიმება, სიყვარულის გამოვლინებაა.

წყვილები, რომელთა სიყვარულმაც დროს გაუძლო

ეს წყვილები არ ავსებდნენ სოციალურ ქსელებს ერთობლივი ფოტოებით, არც პრესის ყურადღების მისაქცევად აწყობდნენ სკანდალებს, მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ისინი ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოები არიან.

ავსტრალიელი მილიარდერი ტიტანიკის მსგავს ლაინერს შექმნის

ავსტრალიელი მილიარდერი, კლაივ პალმერი ლეგენდარული ლაინერის, „ტიტანიკის“ ასლს შექმნის, რომელიც ფუნქციონირებას უკვე 2018 წლისთვის შეძლებს.

ვერასოდეს გამოიცნობთ, რამდენი წლის არის ეს ლამაზმანი (ფოტოები)

ეს გოგონა, რომელიც რეალურად უკვე დიდი ხანია გოგონა აღარ არის, 48 წლის ლაურა გორდონია. ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ნამდვილად მოგცემთ მის ასაკში დაეჭვების საფუძველს, რადგან მისი ფიზიკური ფორმის 20 წლის გოგონასაც შეშურდება.

მოცეკვავე პოლიციელებმა ინტერნეტი დაიპყრეს (ვიდეო)

კოლორადოს შტატის პოლიციის ოფიცერი, ტონი შერბი, რომელიც საკუთარ ქვეყანას 29 წელი ემსახურა, პრენსიაზე გადის. თუმცა, რაც მან „ჩაიდინა“, სანამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერდა, საკმაოდ გაგახალისებთ.

ობამა: თეთრ სახლში საშინელი ინტერნეტია

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში Wi-Fi-ს სიჩქარის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისთვის, როდესაც მის ადგილს სხვა დაიკავებს, თეთრ სახლში უკვე კარგი ინტერნეტი იქნება.

Converse-მა კედები ენდი უორჰოლის ნახატებით გააფორმა (ფოტო)

ამერიკულმა კომპანია Converse-მა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა, რომლებიც ენდი უორჰოლის ნახატებით გააფორმა, რომელიც სიბნელეში ანათებს. აღნიშნული ხაზი რიგით მესამე პროექტია, რომელიც ფონდთან Andy Warhol Foundation for the Visual Arts თანამშრომლობს.

მარკ ცუკერბერგმა ქალიშვილს ახალი სახელი დაარქვა

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ჩინური ახალი წელი მიულოცა, საზოგადოებას ახალი ამბავი გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა მან და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანიმ, ქალიშვილს მეორე სახელი დარქვეს.

„ფერარის“ ყოფილმა დირექტორმა შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა

მიხაელ შუმახერის ოჯახი და მეგობრები ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გააკეთონ. ამ მომენტისთვის ცოტამ იცის, რა მდგომარეობაშია მსოფლიო ჩემპიონი. ადრე დასავლური მედია წერდა, რომ შუმახერი პარალიზებულია, გადაადგილებენ სპეციალური ეტლით და მას მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები აქვს.

მომავლის ქალაქი, სადაც პოლიტიკა და რელიგია არ არსებობს (ფოტოები)

აუროვილი ანუ „ცისკრის ქალაქი“ –სამხრეთ ინდოეთში მდებარეობს. ქალაქის დამფუძნებლების განცხადებით, ის უნდა გახდეს ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის ექსპერიმენტი, სადაც არ იქნება პოლიტიკა და რელიგიური უპირატესობები.

Playboy-მ სიშიშვლე აკრძალა

ჟურნალმა Playboy, რომელმაც თავის დროზე საგამომცემო საქმეში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და სწორედ ამ გზით გახდა პოპულარული, 60 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად დაარღვია წესი და უარი თქვა მთლიანად შიშველი მოდელების ფოტოების გამოქვეყნებაზე.