ამა თუ იმ მუსიკალურ და კინო-პრემიებზე ყოველთვის იკვეთება კონკრეტული ადამიანი, რომლის ვიზუალში გაპარულ ლაფსუსს სოციალურ ქსელში განიხილავენ. წელს ეს „პატივი“ წილად ჩენინგ ტატუმს ხვდა, რომლის უჩვეულო ვარცხნილობის მემე მალევე გავრცელდა ინტერნეტში.
ამ დღეებში რობერტ პატინსონი Dior-ის მამაკაცის ახალი სუნამოს - Homme Intense City რეკლამაში გამოჩნდა. ვიდეო შავ-თეთრი კადრებისგან შედგება და მისი ავტორი პიტერ ლინდბერგია.
45 წლის კლაუდია შიფერი და ნაომი კემპბელი და 49 წლის სინდი კროუფორდი, რომელიც თებერვალში თავის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მოდის სახლ Balmain-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდნენ. 80-90-იანი წლების მოდის ინდუსტრიის ყველაზე მკვეთრი წარმომადგენლები Balmain-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახეები გახდნენ.
კემბრიჯის ჰერცოგინია, კეიტ მიდლტონი კვლავ ორსულად არის. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ამის შესახებ მან თავად განუცხადა სამეფო ოჯახის წევრებს, რომლებიც საშობაოდ შეიკრიბნენ.
ზამთარში თოვლი ბევრ ადგილას არის სანატრელი, თუმცა ცოტას თუ გაუჩნდება იმისი სურვილი, რომ წელიწადის ეს დრო ისეთივე იყოს, როგორც დედმიწის იმ კუთხეებში, სადაც ყველაზე მეტად ცივა.
ახალი წლის მთავარი სიმბოლოს რეიტინგი რომ შედგეს, პირველ ადგილს მასში ნაძვის ხე დაიკავებს. ყველა ქვეყანაში მას სხვადასხვანაირად რთავენ, ადგილობრივი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით.
მარკ ცუკერბერგმა საახალწლოდ მორიგი საოჯახო ფოტო გააზიარა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ბოლოს ამერიკელი მილიარდერი პირველად გახდა მამა, ამ ფაქტის აღსანიშნავად კი მან გადაწყვიტა Facebook-ის აქციების 99% ქველმოქმედებაში გადაეცა.
„აღარ ვაპირებ ბევრის მოთმენას, რადგან ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მივაღწიე - ეტაპს, როდესაც აღარ მინდა დრო დავკარგო იმაზე, რაც არ მაკმაყოფილებს ან რაც ტკივილს მაყენებს. აღარ ვაპირებ მოვითმინო ცინიზმი და ზედმეტი კრიტიკა. აღარ ვაპირებ თავი მოვაწონო მას, ვისაც არ მოვწონვარ და გავუღიმო მას, ვინც საპასუხოდ არ მიღიმის.