უელსის პრინცი ჰარი, როგორც ცნობილია, უპირატესობას ქერა გოგონებს ანიჭებს. დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ტახტის მემკვიდრეს რომანი ბერძენ პრინცესა მარია-ოლიმპიასთან აქვს.
ლეონარდო დიკაპრიოსა და „ოსკარის“ თემა აქტუალურობას არ კარგავს. ზოგის აზრით, ჰოლივუდის ვარსკვლავს სანატრელ „ოსკარამდე“ ერთი ნაბიჯი აშორებს და 28 თებერვალს ის აუცილებლად აიღებს პრიზს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ლეოს ამჯერადაც არ გაუმართლებს.
პრინცი ჯორჯი ჯერ ორი წლისაა, თუმცა, მას უკვე ჰყავს საკუთარი მანქანა - ტახტის მემკვიდრემ ავტომობილი - Aston Martin, მემკვიდრეობით მამისგან, პრინც უილიამისგან მიიღო. მართალია, საუბარია არა ნამდვილ, არამედ მის მცირე ზომის ორეულზე, რომელზეც უფროსი პრინცი ბავშვობაში კატაობდა.
ცოტა ადამიანი მოიძებნება, ვისაც ცნობილი ფილმი, „ქარწაღებულნი“ არ აქვს ნანახი, რომელმაც 1939 წელს 8 „ოსკარი“ მოიპოვა. ბევრს ახსოვს ფილმიდან რეტ ბატლერისა და სკარლეტ ო’ჰარას ცნობილი დიალოგი: „შენ თუ წახვალ, სად წავიდე მე? რა ვქნა?“; „ფრენკლი, ძვირფასო, ჩემთვის სულერთია“.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანჯელინა ჯოლიმ მეშვიდე ბავშვი კამბოჯადან იშვილა, ამ დღეებში უარყვეს. ამასთან, ეს ინფორმაცია ჯოლი-პიტის ოჯახის წარმომადგენლებმა არც დაადასტურეს, არც უარყვეს.
BBC-სა და Shazam-ის ერთობლივი პროექტის წყალობით, ერთნაირი მუსიკალური გემოვნების მქონე ქვეყნები გამოავლინდა. მაგალითისთვის, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკაში და ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში მცხოვრებ ადამიანებს თითქმის იდენტური მუსიკალური გემოვნება აქვთ.
ჯონ ტრავოლტამ თავის ფეისბუქის გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 2 იანვარს ზუსტად 7 წელი შესრულდა, რაც ცნობილი მსახიობის უფროსი ვაჟიშვილი გარდაიცვალა. ჯეტა ტრავოლტა 16 წლის ასაკში, ეპილეფსიის შეტევის შედეგად დაიღუპა, რომელიც კავასაკის სინდრომმა გამოიწვია.
დასვენების პროცესში ცნობილი მოდელები არ ივიწყებენ საკუთარი საქმიანობის შესახებ და აქტიურად აზიარებენ ფოტოებს, რომლებზეც ხშირად პროფესინალური ფოტოშოპით დამუშავებულზე კარგად გამოიყურებიან.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ჰიუ ჰეფნერმა „ცოდვების სახლის“ გადაწყვეტილება მიიღო. ჰიუმ და თავისმა ცოლმა უკვე გაიტანეს სახლი გასაყიდად, თუმცა ჯერ კიდევ ცხოვრობენ მასში. ჰეფნერი იმედოვნებს, რომ Playboy-ს ცნობილ სახლში 200 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა, საპირისპიროს ფიქრობენ ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახლის მეპატრონე ბევრს ითხოვს და მისი რეალური ფასი 60 მილიონია.
ცნობილი ამერიკელი წამყვანი ელენ დეჯენერისი, ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას ქომაგობს. ამის დამადასტურებელი ფოტო ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა, სადაც ჩანს, რომ წამყვანს „ტვიტერზე“ გაზიარებული აქვს სტატუსი ჰეშტეგით #NBAVOTE ZaZa Pachulia.