22 იანვარს ზუსტად 43 წელი გავიდა აშშ-ში აბორტის ლეგალიზაციის შემოღებიდან. შვიდმა ცნობილმა მსახიობებმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ქალების უფლებების მხარდჭერა ამ გზით გამოხატა.
დევიდ ბექჰემი ახალ არომატს უშვებს, მისი გამოსვლისთვის კი ყოფილი სპორტსმენი მიმზიდველ სარეკლამო კამპანიაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ნახევრად შიშველი აღარასოდეს იპოზიორებდა, როგორც ჩანს, მას ამ პირობის დარღვევა მოუწია.
42 წლის ასაკშიც კი, ჰაიდი კლუმი უნაკლოდ გამოიყურება. ცოტა ხნის წინ მან ახალი კოლექცია დააანონსა: თეთრეულის Heidi Klum Intimates შემდეგ, ცნობილ ბრენდთან Bendon კოლაბორაციის შედეგად მოდელმა საცურაო კოსტიუმები წარმოადგინა.
ნიუ-ჯერსიში მცხოვრები მიხაილ ვარშავსკი, რომელიც ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად დაასახელა, მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქუციონში, რომლის გამარჯვებულიც მასთან პაემანზე წავა. ღონისძიების პარტნიორია ამერიკული გაცნობის პორტალი Coffee Meets Bagel.
გაზეთ The Pyongyang Times-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შექმნეს სასმელი, რომელიც არ იწვევს ნაბახუსევს. სიახლეს „კორიო“ ჰქვია და ის ჟენშენის ადგილობრივი სახეობისგან - ინსამისგან არის დამზადებული.
შვეიცარული საათების ცნობილმა ბრენდმა TAG Heuer ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომლის შექმნაში მონაწილეობა სპორტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა რესტორნების ქსელმა, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გააავრცელა, რომ უახლოეს მომავალში მენიუში „ინოვაციურ საკვები“ გამოჩნდება. საუბარია კარტოფილ ფრიზე, რომელიც შოკოლადის სოუსში იქნება ამოვლებული.
13 იანვარს, ჰავანას ნაციონალურ თეატრში უნიკალური წარმოდგენა გაიმართა. შოუ გამორჩეული იმით იყო, რომ მასში სტანდარტულისგან საკმაოდ განსხვავებული ზომის ბალერინები მონაწილეობდნენ, რომლებმაც არამარტო კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, არამედ მაყურებლისგან მქუხარე აპლიდისმენტებიც დაიმსახურეს.
ცნობილი ამერიკელი ტრანსგენდერი - კეიტლინ ჯენერი, რომელიც წარსულში ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიუს ჯენერი იყო, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადება. ცოტა ხნის წინ სკანდალურმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მამაკაცებთან შესახვედრად მზად არის.
ფერადკანიანი მსახიობები იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ „ოსკარის“ ნომინანტები მარტო „თეთრკანიანები“ გახდნენ. თავისი უკმაყოფილება უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ-სმიტმაც გამოხატა და „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან კოლეგებს მოუწდა, არ მივიდნენ წლევანდელ ცერემონიაზე.