LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

2012 წელს, ანიმაციური ჯგუფის, Gorillaz-ის თაყვანისმცემლები საკმაოდ დაამწუხრა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლექტივი არსებობას წყვეტდა. მიზეზად კი დეიმონ ალბარნსა და ჯეიმი ჰიულეტს შორის წარმოქმნილი უთანხმოება დასახელდა. მოგვიანებით ალბარნმა განაცხადა, რომ 2016 წელს კვლავ გაერთიანებას გეგმავდნენ.
The Black Eyed Peas ხელახლა გაერთიანდება. ამის შესახებ კოლექტივის ლიდერმა, Will.i.am-მა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ჯგუფის დაშლის შესახებ ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟი, ბრუკლინი ფოტოგრაფიით არის გადაღებული, შესაბამისად ის ხელიდან არ უშვებს შანსს, ცნობილი მშობლები საკუთარ ობიექტივში მოახვედროს.
ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქორწინება დანგრევის პირას არის. ამ ყველაფრისგან დასვენება და ძალების მოკრება ცნობილმა ლამაზმანმა დედასთან ერთად გადაწყვიტა.
გამოცემამ Parade 2015 წელს ცნობილი ადამიანების შემოსავალი დაითვალა. რეიტინგის სათავეში ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ტურნეს წყალობით 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
რიანას სინგლი „Work“ მერვე კვირაა Billboard Hot 100-ის სათავეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ სულ ჯამში ბარბადოსელი ლამაზმანი აღნიშნულ რეიტინგს 59 კვირის მანძილზე ლიდერობდა, სწორედ ასეთივე რეკორდი ეკუთვნის The Beatles-ს.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ფილმში ცხოველების შესახებ, თავად ცხოველების მონაწილეობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ამიერიდან აღარ არის საჭირო მათი გაწვრთნა და ამა თუ იმ ილეთის სწავლება.
ტომი ჰილფიგერის, ნაომი კემპბელის, დევიდ დუხოვნისა და სხვა ცნობილი ადამიანების შემდეგ, ლიტერატურულ სარბიელზე ძალების მოსინჯვა კიანუ რივზმაც სცადა. თუმცა მსახიობმა მემუარების წერისგან ამჯერად თავი შეიკავა და პოეზიას დასჯერდა.
მადონამ საკმაოდ მძიმე თვეები გადაიტანა მას შემდეგ, რაც შვილმა, როკომ მიატოვა და საცხოვრებლად ლონდონში მამასთან გადავიდა. საბოლოოდ, მომღერალმა შეძლო შვილის ნახვა – პაპარაცებმა ლონდონში როკოსა და მადონას შეხვედრა დააფიქსირეს.
დრეიკმა სიმღერის „Pop Style“ ახალი ვერსია გამოუშვა, ამჯერად The Throne-ის მონაწილეობის გარეშე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მუსიკოსის დისკი სახელწოდებით „“ 29 აპრილს გამოვა.