ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი ამჯერად ლოს-ანჯელესში, „ვერსაჩეს“ 2023 შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა. 52 წლის ნაომი გრაციოზულად მიაბიჯებდა პოდიუმზე. „შავ ავაზას“ გრძელი, სხეულზე მომდგარი შავი კაბა ამშვენებდა, რომელიც მკერდზე ქვებით იყო მორთული.
ცნობისთვის, გასულ კვირას 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული მოდელმა ინდური „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა. ქალიშვილის შეძენის შემდეგ, ნაომი კიდევ უფრო აქტიურად დაუბრუნდა მოდის სამყაროს.
შავი გედი ინდური მოტივებით – ნაომი კემპბელი „ვოგის“ გარეკანზე ბრწყინავს
აბუ დაბის დედოფალი – ნაომი კემპბელი ქალიშვილთან მოგზაურობის შთამბეჭდავ ვიდეოს გვიზიარებს