ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი თავის ქალიშვილთან ერთად ბევრს მოგზაურობს. ამჯერად მოდელი აბუ დაბის ეწვია. ვარსკვლავმა ქალიშვილთან ერთად გადაღებული არაერთი შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა. მან „შეიხ ზაიედის მეჩეთი“ მოინახულა.
ცნობისთვის, 52 წლის ნაომის ქალიშვილი გასულ წელს, სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის გოგონას მამა.
ნაომი კემპბელისა და მისი ქალიშვილის იშვიათი ფოტოები – მოდელი ახალ წელს გვილოცავს