LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ნაომი „სკაიპარელის“ „შიშველ კაბაში“ და 65 წლის შერონი „დოლჩე და გაბანას“ საღამოს ანსამბლში „ვენითი ფეარის“ წვეულებაზე

264
ნაომი-კემპბელი

„ოსკარების“ ცერემონიის დასრულების შემდეგ, ნომინანტებსა და მოწვეულ სტუმრებს უკვე „ვენითი ფეარის“ წვეულებაზე უმასპინძლეს. „ოსკარების“ „ავთერფართიდ“ წოდებულ ღონისძიებაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ გუშინდელი საღამოს გმირები.

მათ შორის საკმაოდ ეფექტური გამოდგა ნაომი კემპბელის ლუქი, რომელიც წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „სკაიპარელის“ ულამაზეს შიშველ კაბაში, რომელიც ხელნაკეთი ორნამენტებით იყო გაფორმებული. ულამაზეს კაბას ორი ყვავილის ფორმის აქსესუარი ამშვენებდა, რომელიც ნაომის მკერდს ფარავდა. რაც ეხება შერონ სთოუნს, 65 წლის ლამაზმანი „დოლჩე და გაბანას“ ყვითელ ანსამბლში ბრწყინავდა. ეს გახლდათ ყვითელი კაბა თეთრი ყვავილებითა და ეფექტური მოსასხამით.

52 წლის ნაომი კემპბელი „ვერსაჩეს“ კაბით პოდიუმს იპყრობს და ის კვლავ უკონკურენტოა

64 წლის შერონ სთოუნი ტანს ზემოთ შიშველი, ბიკინში პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები