„Maroon5“-ის ფრონტმენი, ადამ ლევინი და მოდელი ბეჰატი პრინსლუ მესამე შვილს ელოდებიან. მოდელი მოზრდილი მუცლით სანტა-ბარბარაში მეუღლესთან ერთად დააფიქსირეს.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავურმა წყვილმა 2014 წელს იქორწინა. ადამს და ბეჰატის 2 ქალიშვილი, დასთი როუზი და ჯიო გრეისი ჰყავთ. მათ პირველი შვილი 2016 წელს, ხოლო მეორე – 2018 წელს შეეძინათ.
მოდელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დიდ ოჯახზე ოცნებობს და 5 შვილის ყოლა სურს.