როგორც ცნობილია, 63 წლის მსახიობი, ალეკ ბოლდუინი ორ ახალ როლზე დაამტკიცეს, ეს გახლავთ ორი იტალიური, საშობაო ფილმი. „პატარა სანტა“ და „ბილის ჯადოსნური სამყარო“.
ახლახან კი გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ალეკ ბოლდუინი გადამღებ ჯგუფთან ერთად იტალიაში, რომში ჩაფრინდა, რათა საშობაო ფილმში, „პატარა სანტა“ მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, ფილმის, The Rust გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიიდან 5 თვეა გასული. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ალეკი და ჰილარი მე-7 შვილს ელოდებიან.