LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესი ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

5413
Untitledrre

ჯეი ლოს ყოფილმა საქმრომ, 46 წლის სპორტსმენმა, ალექს როდრიგესმა „ინსტაგრამზე“ ყოფილ მეუღლესთან, სინტია სკერტისთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა.  როგორც ვიდეოდან ჩანს, ისინი ერთად ვარჯიშობენ, შემდეგ კი სინტია ალექსს დაზიანებულ ფეხს უხვევს.

„სინტია, მსოფლიო დონის დედა, ყინულის პაკეტი ხომ არ გნებავთ?“, – ასე დაასათაურა ალექსმა ვიდეო.

შეგახსენებთ, როდრიგესი და სკერტისი 2008 წელს გაშორდნენ ერთმანეთს, მათ 13 და 16 წლის ქალიშვილები ჰყავთ.

შეგახსენებთ, თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექს როდრიგესი ჯენიფერს რეალითი შოუს ვარსკვლავთან,  მედისონ ლიკროისთან ღალატობდა. რამდენიმე კვირის წინ დასავლური მედიის ცნობით, როდრიგესი მედისონთან მივიდა, მას სურდა რეალითი შოუს ვარსკვლავი ღონისძიებაზე დაეპატიჟებინა, თუმცა მედისონმა ის ცივი უარით გამოისტუმრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ მას მეგობარი ბიჭი ჰყავს.

ალექს როდრიგესი რეალითი შოუს ვარსკვლავმა, მედისონ ლიკროიმ ცივი უარით გამოისტუმრა

„აცრემლებული ალექს როდრიგესი“ – როცა შენი საცოლე ყოფილ საქმროს უბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები