LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცრემლებული ალექს როდრიგესი“ – როცა შენი საცოლე ყოფილ საქმროს უბრუნდება

5558
page

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ნიშნობა აპრილში გააუქმეს. გასულ კვირას კი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. „ბენიფერი“ ჰოლივუდის ქუჩებში ჩახუტებულები სეირნობდნენ.

ფოტო: ჩახუტებულები და ბედნიერები – ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ

აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ ლოპესის ყოფილი საქმრო, 45 წლის ალექს როდრიგესი პირველად გამოჩნდა. ის ნიუ-იორკში, ღია ცის ქვეშ  მდებარე იტალიურ ბარში, Pitti ეულად ვახშმობდა.

მანქანიდან გადმოსული სპორტსმენი პაპარაცებს უღიმოდა, მან ცერა თითის აწევით თითქოს საზოგადოებას ამცნო, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა რა თქმა უნდა, დანარჩენი ფოტოები და ინსაიდერების ცნობები საპირისპიროს მოწმობენ.

„აცრემლებული ალექს როდრიგესი“, „ეული და მიტოვებული“, „თავზარდაცემულია“, – წერენ კომენტარებში.

„ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ, რაც არ მჭირდება, ჩემი ცხოვრებიდან გაქრება – „ბენიფერის“ ფოტოების გავრცელების შემდეგ ალექს როდრიგესი მიმართვას ავრცელებს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები