ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის უახლესმა ფოტოებმა წალეკა. საბოლოოდ დადასტურდა „ბენიფერის“ რომანი. ბუნებრივია, აღნიშნულ ფოტოებს ჯეი ლოს ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესიც ნახავდა.
და აი, მისმა რეაქციამ არ დააყოვნა, როდრიგესმა „ინსტაგრამ სთორიზე“ შავზე თეთრად დაწერილი სიტყვები გაავრცელა, ის ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.
„ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ, რაც არ მჭირდება, ჩემი ცხოვრებიდან გაქრება. ახალი შესაძლებლობები მეძლევა, სულიერი თუ ფიზიკური ენერგიები. მე მომთმენი ვარ და ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება“, – წერს ალექსი.