პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი კულტურის სფეროს წარმომადგენელთა რუსეთიდან გადინების ფაქტს აფასებს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ის ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და სხვების გამგზავრებას, პესკოვი ამბობს, რომ ამ თემის დრამატიზება არ შეიძლება.
„ეს მთავარი არაა. ვერც ერთი მათგანი ვერ შექმნის და ვერ ქმნიდა ამინდს. რუსეთი მდიდარია არტისტებით, უნიჭიერესი ადამიანებით, ამიტომ რამდენიმე ადამიანის გამგზავრება დრამატულ ფაქტად არ მიმაჩნია“, – ამბობს პესკოვი.
პესკოვი შოიგუზე: ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მედიასთან აქტიურობის დრო არ არის