10 მარტს, ალა პუგაჩოვამ განაცხადა, რომ ისრაელში რეაბილიტაციის მიზნით გაემგზავრა. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალასა და მაქსიმ გალკინის შვილებმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღეს, რამაც გაამყარა ეჭვები იმაზე, რომ გალკინი და პუგაჩოვა სხვა ქვეყანაში გადაბარგებას აპირებენ.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ალა პუგაჩოვამ ისრაელში დიაბეტისა და გულის დაავადების სამკურნალოდ გაემგზავრა. მომღერალი დიაბეტს წლებია ისრაელის წამყვან კლინიკაში მკურნალობს, ასევე სწორედ ამ კლინიკაში ჩაიტარა ალამ გულის ურთულესი ოპერაცია. ოჯახი ამ დრომდე არ საუბრობს იმაზე, დაბრუნდება თუ არა რუსეთში, თუმცა როგორც მედიაში წერენ, დაბრუნება ალასა და გალკინის გეგმებში არ შედის.