რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა.
ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა
ამ ყველაფერს წინ ის ფაქტი უძღოდა, რომ პუტინის ღია კრიტიკის გამო, ალას მეუღლის, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს.
და აი, აღნიშნული მოვლენების შემდეგ პუგაჩოვა პირველად გამოჩნდა, მან „ინსტაგრამის“ საშუალებით ვიდეო გაავრცელა. საქმე ეხება სასულიერო პირის, ანდრეი ტკაჩევის სიტყვებს, რომელიც წირვის დროს გაჟღერდა. მღვდელი ამბობს, რომ მომღერლის რუსეთიდან წასვლის შემდეგ ჰაერი გაიწმინდა.
„პუგაჩოვამ რუსეთი სამუდამოდ დატოვა, ოჰ ღმერთო, როგორ ველოდი ამას“, – აცხადებს სასულიერო პირი.
„ნაადრევად გიხარია, ანდრიუშა, არდადეგები და შვებულება არ გულისხმობს ემიგრაციას, დავბრუნდები და გაგირკვევ საქმეს, შენს ეკლესიაში შემოვალ, ვილოცებ შენთვის, მკრეხელო“, – ამბობს ალა.
პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ