რუსული მედია წერს, რომ მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ოფიციალურად გალკინი და პუგაჩოვა ამას არ ადასტურებენ, თუმცა მედიაში ირწმუნებიან, რომ ეს სიმართლეა.
ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლეებმა კვიპროსზე სახლი შეიძინეს და მოქალაქეობაც მიიღეს. აქვე მათ კვიპროსის ეკონომიკურ ფონდში 2 მილიონი ევროც გადარიცხეს. მედიაში ვარაუდობენ, რომ ალას და მაქსიმის შვილებმაც სწორედ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღეს და სავარაუდოდ, ოჯახი საცხოვრებლად იქ გადაბარგდება.
ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა