LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი შოიგუზე: ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მედიასთან აქტიურობის დრო არ არის

151
Untitled design (3)

გასული ორი დღის განმავლობაში, საერთაშორისო მედია აქტიურად წერს რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წევრების გაუჩინარების შესახებ.

ერთ-ერთია რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომელიც უკვე მეცამეტე დღეა საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

შოიგუს გულის პრობლემები აქვს, რუსეთის პრეზიდენტის უკვე ყოფილი მრჩეველი კი თურქეთში დააფიქსირეს – სად „ქრება“ პუტინის გარემოცვა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოიგუს გულის პრობლემები აქვს, პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

პესკოვი ამბობს, რომ შოიგუს ბევრი საზრუნავი აქვს და მას მედიაში აქტიურობისთვის დრო არ აქვს.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში სპეცოპერაციით არის დაკავებული.

“თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა არ არის მედიაში აქტიურობის დრო, ეს სრულიად გასაგებია”, – თქვა პესკოვმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რომ შოიგუს შესაძლოა გულის პრობლემები ჰქონდეს, პესკოვი ასე პასუხობს:

“თქვენ არ გჭირდებათ სააგენტოების ინფორმაციების მოსმენა, დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს”.

mazda magti 5g