LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ამით ვამაყობ“ – სელენა გომესი ნაიარევს აღარ მალავს

212
safe-image

როგორც ცნობილია, სელენა გომესმა, გასულ წელს, „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. ოპერაციების შემდეგ, 28 წლის არტისტი კომპლექსებისგან იტანჯებოდა და ნაიარევს მალავდა. თუმცა, ვარსკვლავმა ყოველივე ეს დაძლია და ახლა გადატანილი ტრავმებით ამაყოფს კიდეც. სულ ცოტა ხნის წინ, გომესმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც მთლიანი, ცისფერი საცურაო კოსტიუმით პოზირებს, მას ფეხზე ოპერაციის შემდგომი იარაც უჩანს.

„მე მუდამ ვმალავდი იარას, ამ დროის განმავლობაში ისეთ ტანისამოსს ვიცვამდი, რომელიც სხეულს დაფარავდა, თუმცა ახლა, ისე როგორც არასდროს ამაყი ვარ, ყველა სხეული თავისებურად ლამაზია“, – წერს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, მომღერალმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობაც აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უფლებას არ მისცემს, რომ მის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები