LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებენ (ვიდეო)

8716078-0-image-a-112_1547860080750

ამ დღეებში, არიანა გრანდემ სიმღერა 7 Rings გამოუშვა. საინტერესოა, რომ სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელიც ამ დროისთვის 50 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

წარმატებული სტარტის მიუხედავად 26 წლის შემსრულებელს კრიტიკოსები მაინც გამოუჩნდნენ, ყველასთვის მოულოდნელად კი ის პლაგიატში დაადანაშაულეს.

საქმე ისაა, რომ ამერიკელმა რეპერმა სასცენო სახელით Princess Nokia ახალგაზრდა ვარსკვლავის მეორე სინგლი მომავალი სტუდიური ალბომიდან Thank U, Next, თავის 2017 წლის ნამუშევარს Mine შეადარა.

იმისთვის, რომ მსგავსებაზე პარალელის გავლება მსმენელს მარტივად შეძლებოდა, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, სიმღერების მისამღერი ერთმანეთს მართლაც ჰგავს, თუმცა არიანას მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ,,გრემიზე” ნომინირებული მომღერლის კოლეგა ერთადერთი არ აღმოჩნდა ვის სიმღერაშიც მსგავსება აღმოაჩინეს. სტილისტურად იგივე შეიძლება ითქვას, Soulja Boy-ის 2010 წლის ტრეკზე Pretty Boy Swag და 2 Chainz-ის Spend It-ზე.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე ახალი დისკის გამოშვებას მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს. რიგით მეხუთე ფირფიტის რელიზის თარიღი ამ დრომდე  უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები