მიუხედავად ბენ აფლეკის დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ის მაინც ახერხებს შვილებთან დროის გატარება. მეტიც, 50 წლის ბენი სულ ცოტა ხნის წინ ჯეი ლოს 14 წლის ვაჟთან საყიდლებზე გადაიღეს.
მზრუნველი ბენი – „ბენიფერი“ და 14 წლის მაქსი საყიდლებზე გადაიღეს
ამჯერად ბენი 10 წლის ვაჟთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. თბილი ფოტოები მალევე გავრცელდა და საზოგადოების აღფრთოვანებაც გამოიწვია. ბენს ამ დღეს კრემისფერი ჟაკეტი ეცვა, პატარა სემუელი კი კუბოკრულ პერანგში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ 11 წლის სემი დედას, ჯენიფერ გარნერს საოცრად ჰგავს.
მისტერ და მისის აფლეკების პირველი შობა – „ბენიფერის“ შერეული ოჯახი ნაძვის ხეს არჩევს