LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა აღირა, რომ „კოაჩელა 2022“-ზე აუდიტორიის წინაშე მისი ორეული წარდგა

6024
Untitleddfg

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბილი აილიში Apple Music-ის გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა, ის ამბობს, რომ „კოაჩელა 2022“-ზე აუდიტორიის წინაშე მისი ორეული წარდგა.

„კოაჩელა 2022-ზე მე მართლაც გამოვიყენე ჩემი ორეულის მომსახურება, ის ჩემი მოცეკვავეა. ჩემს ტანსაცმელში გამოვაწყვე, დავახურე შავი პარიკი, გაუკეთეს გრიმი და შავი სათვალეც, ეცვა ჩემი ფეხსაცმელი და წინდა. სანამ სცენაზე სინათლე აინთებოდა, ის იდგა და ყველას მე ვეგონე. მანამდე მე ტანსაცმელს ვიცვლიდი“, – იხსენებს აილიში.

ვიდეო: ბილი აილიშმა კონცერტზე უკრაინის დროშას აკოცა

ბილი აილიშმა კონცერტი შეაჩერა, რათა გულშემატკივარს ინჰალატორი მიეცა – ვიდეომ ინტერნეტსივრცეს დაიპყრო

ბილი აილიშმა „ჯეიმს ბონდის“ საუნდტრეკისთვის, No Time to Die  „ოქროს გლობუსი“ მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები