LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე „გრემიზე“ გამარჯვებული ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს

102
40621176-0-image-a-18-1616047860087

ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და  ჯეი-ზის  9 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი ,,გრემის“ მფლობელი გახდა. ამით გოგონა  ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. ბლუ აივი კლიპში Brown Skin Girl შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

როგორც იცით, ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელია.

ახლახანს, ამაყმა დედამ, რომლისთვისაც წლევანდელი „გრემი“ ასევე ისტორიული აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში ქალიშვილის ფოტო გაავრცელა, რომელსაც გვირგვინი ახურავს, ხელში კი „გრემის“ ჯილდო უჭირავს. სხვათა შორის, თავად ბლუ აივს სურდა ჯილდოს თასის დიზაინი ჰქონოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები