„პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცი“, ბრედ პიტი უკვე ერთ წელია ინეს დე რამონს ხვდება. მართალია, წყვილი ერთად წითელ ხალიჩაზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა, პაპარაცებმა მათი ერთად დაფიქსირება უკვე არაერთხელ მოახერხეს. ახლა კი ირკვევა, რომ 59 წლის პიტი პოლ უესლის ყოფილ მეუღლეს თავის შეყვარებულს უწოდებს. ინსაიდერმა გამოცემასთან მათი ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა.
„ბრედი ინესს თავის გარემოცვას უკვე ისე აცნობს, როგორც თავის შეყვარებულს. ისინი საოცრად ცხელი წყვილია, მათ მოსწონთ ერთად დროის გატარება. ეს პიტის პირველი ნამდვილი ურთიერთობაა ანჯელინა ჯოლისთან მტკივნეული განქორწინების შემდეგ. მოხარულები ვართ, როცა ბრედს ბედნიერს ვხედავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.