LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი კანის ფერი 5 ტონალობით უფრო ღია რომ ყოფილიყო და ქერა თმა მქონოდა უპრობლემოდ ვითამაშებდი განსხვავებულ როლებს“ – ვაიოლა დევისი

162
page

„კანის” 75-ე კინოფესტივალზე ოსკაროსანმა მსახიობმა, ვაიოლა დევისმა ყვითელი კაბით გაიბრწყინა. 57 წლის ვარსკვლავმა ტაბლოიდებთან ჰოლივუდში გავრცელებულ რასისტულ სტერეოტიპეპზე ისაუბრა.

ფოტო: „კანის“ 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა და წითელი ხალიჩის ქრონიკები 

„ჰერცოგინია და საუკეთესო მსროლელი“ – ქეით მიდლტონმა „კანის ფესტივალზე“ ყველა დაჩრდილა 

„თუ მინდა ვითამაშო მარტოხელა დედა, რომელიც ღარიბ უბანში, განგსტერ შვილთან ერთად ცხოვრობს, პრობლემა არ არის, ასეთ როლს ყოველთვის მარტივად მომცემენ. მაგრამ ძალიან გამიჭირდება დავითანხმო პროდიუსერები 56 წლის ქალის როლზე, რომელიც ნიცაში საკუთარი თავის შესაცნობად ჩადის და 5 სხვადასხვა კაცთან აქვს სასიყვარულო კავშირი. იმიტომ რომ მაყურებელი ვერ აიგივებს შავკანიანს სექსუალურობასთან და სულიერებასთან. მათთვის მიუღებელია, რომ მსგავსი პერსონაჟი განვასახიერო.  ჩემი კანის ფერი 5 ტონალობით უფრო ღია რომ ყოფილიყო, ქერა თმა მქონოდა უპრობლემოდ ვითამაშებდი განსხვავებულ როლებს“, – აცხადებს მსახიობი.

მან გაიხსენა ფაქტი, როდესაც ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელსაც ვაიოლა 10 წელი იცნობდა, მას „ლუისა“ დაუძახა, შემდეგ მან გაარკვია, რომ ასე მის მოახლეს ერქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები