2022 წლის „კინის“ კინოფესტივალზე „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ აჩვენეს, რომლისთვისაც მთავარი როლის შემსრულებელმა, ტომ კრუზმა, ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. პრემიერაზე სამეფო ოჯახი იყო მიწვეული. წითელ ხალიჩაზე ჰერცოგინიამ, ქეით მიდლტონმა ყველა დაჩრდილა, ბუნებრივია, მას მხარს პრინცი უილიამი უმშვენებდა, თუმცა მათი ოჯახური იდილია ტომ კრუზმა „დაარღვია“.
მან ქეითს ხელი გაუწოდა და წითელ ხალიჩაზე, კიბეებზე ასვლაში დაეხმარა. მოგვიანებით პაპარაცებმა ქეითი და ტომი მხიარული საუბრის დროს დააფიქსირეს.
ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია: „როდესაც ტომ კრუზი შენს პრინცს გავიწყებს“, „ჰერცოგინია და საუკეთესო მსროლელი“, „როგორ შესციცინებს თვალებში“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება მიდლტონის ჩაცმულობას. ჰერცოგინიას Roland Mouret-ის მხრებზე გადასული კაბა ამშვენებდა. დახვეწილ „ლუქს“ ქეითმა Robinson Pelham-ის ბრილიანტის საყურე შეუხამა.
ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდის“ ვარდისფერ კაბაში საგაზაფხული წვეულებაზე
ქეით მიდლტონი „ედელინ ლის“ ბაფთებით გაფორმებულ ულამაზეს კაბაში გამოჩნდა