ქეით მიდლტონი ბუკინგემის სასახლის ეზოში ყოველწლიურ საგაზაფხულო წვეულებაზე, Garden Party-ზე გამოჩნდა. ამ ღონისძიების მასპინძელი, როგორც წესი, დედოფალი ელისაბეთია ხოლმე, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, მან სტუმრების მიღება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, სამეფო ოჯახის სახელით მასპინძლობა თავის თავზე სწორედ კემბრიჯის ჰერცოგინიამ აიღო. მას ახლდა პრინცი ედვარდი და პრინცესა სოფია. ამ დღეს ქეითმა არჩევანი „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს ვარდისფერ კაბაზე გააკეთა, რომელსაც „ჯეინ ტეილორის“ ამავე ფერის შლაპა შეუხამა.
ქეით მიდლტონი „ედელინ ლის“ ბაფთებით გაფორმებულ ულამაზეს კაბაში გამოჩნდა