LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა და ბედნიერი – 59 წლის ტომ კრუზი ფილმისთვის „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა

346
Untitled.pngsdgsdg

ორი დღის წინ, „კანის“ 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ცერემონიალზე ტომ კრუზის მონაწილეობით ფილმი, „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ აჩვენეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 59 წლის კრუზმა ფილმისთვის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. მსახიობი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და საოცრად ბედნიერი გამოიყურებოდა.

ფოტო: „აქ რა ხდება?“ – „კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე დატრიალებული ქიმია ტომ კრუზსა და ჯენიფერ კონელის შორის

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე ამ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებ“, – განაცხადა სამგზის „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა ტომმა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაში იყო, ის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ტომს შავი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და ბაფთა ამშვენებდა.

ვიდეო: ლედი გაგას მეორე ,,ოსკარს” უწინასწარმეტყველებენ – მომღერალმა Top Gun: Maverick-ის საუნდტრეკი გამოუშვა

ფოტო/ვიდეო: „ადრე და ახლა“ – 59 წლის ტომ კრუზმა ფილერზე უარი თქვა და ზუსტად ისეთია, როგორც 36 წლის წინ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები