ლედი გაგამ ახალი სიმღერა გამოუშვა. Hold My Hand – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ფილმის Top Gun: Maverick მთავარი საუნდტრეკია.
36 წლის არტისტმა ,,საუკეთესო მსროლელის” სიქუელის მუსიკალური თემის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა და ისეთ კომპოზიტორებთან ითანამშრომლა, როგორებიც: ჰეროლდ ფალტერმეიერი, ჰანს ციმერი და ლორნე ბალფე არიან.
მუსიკის კრიტიკოსები უკვე ერთხმად თანხმდებიან, რომ ლედი გაგა მომავალ წელს ,,ოსკარის” ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მას უკვე აქვს ,,ოქროს კაცი” მიღებული ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის”.
აღსანიშნავია, რომ 1986 წლის შემდეგ, ფილმის – Top Gun გაგრძელება ეკრანებზე 27 მაისიდან გამოჩნდება. კინოსურათში მთავარ როლს, კვლავ ტომ კრუზი შეასრულებს.