სულ მალე, კინოეკრანებზე საკულტო ფილმის, „საუკეთესო მსროლელის“ მეორე ნაწილი გამოვა, სადაც მთავარ როლს კვლავინდებურად ტომ კრუზი ასრულებს. ფილმის თრეილერი უკვე გამოვიდა და 59 წლის ტომ კრუზი ფაქტობრივად ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 36 წლის წინ. ჩვენ წინ შთაბეჭდილებებით და გასაოცარი სპეც-ეფექტებით სავსე მეორე ნაწილი გველოდება.
„ძალიან მიყვარხარ“ – ლედი გაგა ტომ კრუზთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ტომი შესანიშნავ ფორმაშია. გასულ წელს, საზოგადოება კრუზის ვიზუალმა შოკში ჩააგდო, როგორც ჩანს, მან ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა და ფილერი გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით მსახიობმა ბუნებრიობა არჩია და შედეგიც სახეზეა.
ფოტო: საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ მსახიობმა ფილერზე უარი თქვა – გაიცანით 59 წლის ტომ კრუზი
ფოტო: „ასე ფილერი არავის უხდება“ – 20 წლით გაახალგაზრდავებული ტომ კრუზი კვლავ ყურადღების ცენტრშია
ფილმი „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ დიდ ეკრანებზე 27 მაისს გამოვა. შეგახსენებთ, პირველი ნაწილი 1986 წელს გადაიღეს და მან კინოგაქირავებას 356 მილიონი დოლარი მოუტანა.