რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში 59 წლის ტომ კრუზის ფოტოები გავრცელდა. ის სპორტულ მატჩზე იმყოფებოდა და პრაქტიკულად სრულიად იყო შეცვლილი. მას სახე გადაჭიმული და მცირედ შეშუპებულიც ჰქონდა. ბუნებრივია, კრუზის ახალი ვიზუალი არ დარჩა საზოგადოების ყურადღების მიღმა, ყველა ფიქრობს, რომ მსახიობმა ფილერი გაიკეთა.
მას შემდეგ ვარსკვლავი პირველად გადაიღეს, როგორც ყოველთვის, ექსტრემალი მსახიობი კვლავ თავის ამპლუაში იყო, ის ჯერ მოტოციკლით გამოჩნდა, შემდეგ კი საკუთარი ვერტმფრენით სასტარტო ფრენაც მოაწყო.
ფაქტია, 59 წლის ტომი აშკარად გაახალგაზრდავებულია, ფილერია, ბოტოქსი თუ პლასტიკური ოპერაცია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ის შესანიშნავად გამოიყურება.
„ასე ფილერი ჯერ არავის მოხდენია“, „20 წლითაა გაახალგაზრდავებული“, – წერენ კომენტარებში