LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცხოვრება საოცრად ხანმოკლეა… მინდა, მამა  გავხდე“ – ჯეიკ ჯილენჰოლი ინტერვიუ „ვოგისთვის“

374
20200805-jake-post

39 წლის ჯეიკ ჯილენჰოლი თავის პირად ცხოვრებას პრესისგან საგულდაგულოდ მალავს და მასზე არასდროს საუბრობს, თუმცა, ტაბლოიდები მსახიობის არაერთ რომანზე საუბრობენ. მათი თქმით ჯილენჰოლი ისეთ ქალბატონებს ხვდებოდა, როგორებიც კრისტენ დანსტი, რიზ უიზერსპუნი, ტელორ სვიფტი და ელისონ მილერია. უკანასკნელი მონაცემებით ჯეიკი ფრანგ მოდელ, ჟანა კადიეს ხვდება.

„ვოგისთან“ მიცემულ ინტერვიუში ჯილენჰოლმა განაცხადა, რომ რაც უფრო ასაკი ემატება, კარიერაზე მნიშვნელოვანი მისთვის პირადი ცხოვრება ხდება.

„დიახ, კარიერა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ცხოვრება საოცრად ხანმოკლეა, ოჯახი, სიყვარული და მეგობრები ახლა უფრო მაღელვებს, ვიდრე კარიერა და გამოგიტყდებით, ერთადერთ რაზე ვფიქრობ, მინდა, მამა  გავხდე” – აცხადებს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები